სიახლეები
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო, პიროვნება, ინტერვიუ

„მასწავლებლებს შეუძლიათ სწორად აღზრდილი თაობებით შეცვალონ ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ“ - თამარ გურაშვილი, თბილისის N152 საჯარო სკოლის დირექტორი
01-10-2024
-
+


„თუ ჩემი აღზრდილი თაობა ქვეყანას ღირსეულად გამოადგება ჩავთვლი, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე“- ეს სიტყვები თბილისის N152 საჯარო სკოლის დირექტორს, თამარ გურაშვილს ეკუთვნის, ლიდერს, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი განათლების სადარაჯოზე მყარად დგომა და დიადი მიზნებისკენ სწრაფვაა. სწორედ ამ შემართებით 2010 წლიდან თბილისის N152 საჯარო სკოლის მართვის სადავეები ხელში აიღო და ზრუნავს, მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება შესთავაზოს, პედაგოგებს ობიექტური გარემო შეუქმნას და მშობლები სასკოლო ცხოვრებით დააინტერესოს - როგორია რიგითი მასწავლებლის და იმავდროულად სკოლის ხელმძღვანელის ისტორია? 

Etaloni.ge-სთან დირექტორი გულწრფელად საუბრობს პროფესიულ გამოწვევებზე, სკოლის როლზე, აფასებს მიმდინარე ცვლილებებს, ახალ სახელფასო ფორმულაზეც გვიზიარებს თავის აზრს და თამამად ამბობს, რომ მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს. 

- რას ნიშნავს იყოთ სკოლის ლიდერი და როგორი იყო თქვენი გზა დირექტორობამდე?

- წლების წინ განგებამ სკოლის დირექტორად განმაწესა, მალე ვიპოვე საკუთარი თავი და საქმე, რომელიც შევიყვარე. მივხვდი, სწორი არჩევანი გავაკეთე, მას შემდეგ 38 წელი გავიდა, ამ წლების მანძილზე ვიყავი და ვარ მათემატიკის მასწავლებელიც და ლიდერიც, სკოლის ლიდერობა თანდათანობით ჩემი ცხოვრების მიზანი გახდა. სკოლასა და მხოლოდ მასწავლებლებს შეუძლიათ თავისი გაკვეთილებით, სწორად აღზრდილი თაობებით შეცვალონ ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ, რადგანაც მომავალი განათლებაშია და გადარჩენის გზაც სკოლაზე გადის.

- როგორია თქვენი, როგორ სკოლის ხელმძღვანელის ერთი სამუშაო დღე - რა გამოწვევების წინაშე დგახართ და როგორ უმკლავდებით პროფესიულ დაბრკოლებებს?

- სკოლა ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია, ყოველ ახალ დღეს მოაქვს ახალი გამოწვევები, სიახლეების დანერგვა, პრობლემების მოგვარება. წარმატებების მისაღწევად ერთმანეთის გვერდით, დაუღალავი შრომით, მთელი სასკოლო საზოგადოების ჩართულობით ვაღწევთ წარმატებას.

- წარმატებულად დაიწყეთ სასწავლო წელი? როგორი იყო 16 სექტემბერი N152 საჯარო სკოლაში, როგორ მიულოცეთ სასკოლო საზოგადოებას აკადემიური წლის დასაწყისი და რა იყო თქვენი მთავარი გზავნილი?

- ახალი სასწავლო წლის დასაწყისი - პირველი დღე, ყოველთვის განსაკუთრებულია - შეხვედრა მონატრებულ მოსწავლეებთან, პირველი კლასის ემოციები და ა.შ. სკოლამ უნდა შესთავაზოს მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ინტერესებზე მორგებული მშვიდი, უსაფრთხო, მოწესრიგებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება და მრავალმხრივ განვითარდეს.

- ახალი სასწავლო წელი, ახალ თავს ჰგავს სკოლის მატიანეში - რა არის აკადემიური წლის პროგრამა მაქსიმუმი?

- რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია სკოლა იყოს წარმატებული და კონკურენტუნარიანი, ჰქონდეს წინსვლის მიზანმიმართული გეგმა, ჰყავდეს სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებული მშობლები, აღზარდოს ისეთი თაობები, რომლებიც შეძლებენ წარმატებების მიღწევას კონკურენტულ სამყაროში.

- განათლების სისტემა მუდმივი ცვლილებების წინაშე დგას - წელს სავალდებულო განათლება 10 წლიანი გახდა, როგორ შეაფასებთ ამ ცვლილებას და როგორ ფიქრობთ, რამდენს ნიშნავს გახანგრძლივებული 1 წელი მოსწავლისთვის, მით უფრო მაშინ, რომ ეს სიახლე რიგ ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვს?

- სავსებით ვეთანხმები, სწორი გადაწყვეტილებაა, რომელსაც საფუძვლად წლების დაკვირვებები და კვლევები უდევს, სწორი მოდელია, მოსწავლე, რომელიც ამთავრებს საბაზო საფეხურს მათი ერთი წლით ასაკობრივი ზრდაც მნიშვნელოვანია და ჯდება მშობლის ინტერესებში, ასევე საბაზო განათლებაც სრულყოფილი იქნება, ხოლო შემდგომ 2 წელიწადში მოსწავლეს განუვითარდება ის  უნარები, რომელიც დაეხმარება პროფესიის სწორად არჩევაში.

- სახელფასო პოლიტიკაც შეიცვალა, როგორ შეაფასებდით ახალ ფორმულას, რომელმაც პედაგოგთა ნაწილის კრიტიკა გამოიწვია, მათი თქმით მინისტრის ანონსი ხელფასების უპრეცედენტო ზრდასთან დაკავშირებით, არსებულ რეალობას არ შეესაბამება...

- ჩვენი სკოლის მაგალითზე მოგახსენებთ, რომ მასწავლებლების უმრავლესობას საგრძნობლად გაეზარდა ხელფასი, მათი დატვირთვა საშუალოდ 18-დან 22 საათამდეა და ანაზღაურებაც შესაბამისად მაღალია, რაც შეეხება დაწყებით კლასებს გადავედით საგნობრივ სწავლებაზე და ამით მოგვარდა საკითხი.

- თქვენი აზრით მასწავლებლის ხელფასი უნდა განისაზღვრებოდეს საათების რაოდენობით?

- მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე.

- როგორ ფიქრობთ, საათების რაოდენობა მასწავლებლის მუშაობის ხარისხზე აისახება?

- ვფიქრობ, აისახება, 25-საათიანი დატვირთვის ფონზე შეუძლებელია, მასწავლებლის მიერ ჩატარებული ყველა გაკვეთილი ხარისხიანი იყოს, მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგებიც ასე მსჯელობენ.

- საათების გადანაწილება ერთ-ერთი რთული და ხშირად უთანხმოების გამომწვევი პროცესია, ახალი ფორმულით გამწვავდა თუ არა ეს პრობლემა და როგორ ახერხებთ თქვენს სკოლაში მასწავლებლებისთვის ობიექტური გარემოს შექმნას?

- საათების განაწილება, ტრადიციულად, საგნობრივ კათედრებზე ხდება, საჭიროების შემთხვევაში ერთვება დირექცია, ახალ სახელფასო ფორმულას არ გამოუწვევია პრობლემები, განაწილება მოხდა სამართლიანად, მშვიდ გარემოში, მასწავლებელთა ურთიერთშეთანხმებით, მათი უნარის და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით.

- დავუბრუნდეთ დირექტორობას... შეგეხოთ თუ არა კონკურსი და როგორ შეაფასებთ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის ასეთ გზას?

- თბილისის N152 საჯარო სკოლაში 2010 წლიდან დავინიშნე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად და შემდგომ სამეურვეო საბჭომ უკვე ორჯერ ზედიზედ ამირჩია დირექტორად, ბევრი შრომაა საჭირო იმისათვის, რომ დირექტორმა მოიპოვოს სასკოლო საზოგადოების ნდობა და პატივისცემა, მათთან ერთად ჩამოაყალიბოს სკოლის ღირებულებები და კულტურა, დაუღალავი შრომით მიაღწიოს წარმატებებს, აღზარდოს ღირსეული თაობები, გაწეული შრომა, გამოცდილება, სკოლის განვითარების სწორი სტრატეგიული ხედვა და დაგეგმვა ქმნის სამეურვეო საბჭოსგან ნდობის გამოცხადების საფუძველს.

- და ბოლოს, რა არის თქვენი, როგორც სკოლის ლიდერის ის მთავარი მისია, რის შემდეგაც იტყვით, რომ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეთ?

- ჩემი, როგორც ლიდერის მთავარი მისიაა აღვზარდო განათლებული და კონკურენტუნარიანი თაობა და თუ ჩემი აღზრდილი თაობა ქვეყანას ღირსეულად გამოადგება ჩავთვლი, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

რა ვალდებულება აქვს სკოლის ადმინისტრაციას თუ ბავში სკოლას მუშაობის გამო აცდენს - არასრულწლოვანთა შრომითი ნორმების დარღვევის გამო 2 ობიექტი დაიხურა 

 

სწავლა 2 დღით ადრე დასრულდა - საზაფხულო არდადეგები ვადები პედაგოგებსა და დირექციაზე არ ვრცელდება

პასუხების ფურცლებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები

პიროვნება
„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

 წესის საჯარო სკოლაში III და IV კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს 

სპექტაკლ „იავნანას" ჯადოსნურმა ჰანგებმა დაატკბო მაყურებელი
 

სკოლის ეზოში ბავშვებს მიესალმნენ საყვარელი მულტფილმების გმირები

საინტერესო

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

სიახლეები
საზოგადოება