სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N3 საჯარო სკოლაში ნორჩი მოჭადრაკეების საზეიმო მიღება და დაჯილდოება გაიმართა
30-09-2024
-
+


ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატება აღინიშნა. 

სკოლაში ნორჩი მოჭადრაკეების საზეიმო მიღება და დაჯილდოება გაიმართა.

მოსწავლეები ვიცე-ჩემპიონის სტატუსით საჭადრაკო ტურნირიდან დაბრუნდნენ. 

29 სექტემბერს ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო კლუბში, „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ მოსაპოვებლად საქართველოს პირველი საჭადრაკო ოლიმპიადის რეგიონალური ტური.

ოლიმპიადაში მონაწილეობდა ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის სარაიონო ტურის გამარჯვებული გუნდი. გუნდის კაპიტანი ჭადრაკის მასწავლებელი ლაურა ბაბლუანი გახლავთ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებს შესვენების გარეშე, ზედიზედ ოთხი თამაში მოუწიათ. მათ შეძლეს და ღირსეულად შეასრულეს დაკისრებული მისია.

ფინალში საჩხერის გუნდს შეხვდნენ. თამაში ფრედ 2:2 დასრულდა. 

„მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა ჩემპიონობისთვის, ვიცე ჩემპიონობას დავჯერდით“,- გვეუბნებიან სკოლაში, ამაყობენ მოსწავლეთა შემართებით და გამარჯვებას უსურვებენ. 

სკოლის დირექტორმა ვერა ბენიძემ ვიცე ჩემპიონებს ტიტული სიამაყით მიულოცა და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

„გილოცავთ, ჩემო პატარებო! თქვენით ვამაყობ:

გაბრიელ გახოკიძე!

გიორგი ტყეშელაშვილი!

ნიკოლოზ მერკვილაძე!

ანდრია ბახტაძე!

მადლობა ლაურა მასწავლებელს გაწეული შრომისთვის!“-ამ სიტყვებით მიმართა სკოლის დირექტორმა -  ვერა ბენიძემ ვიცე ჩემპიონებს და უსურვა წატმატებები მომავალ სატიტულო შეჯიბრებებში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება