სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბუნების შვილები“ - წყალტუბოს N1 სკოლის VI მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საინტერესო გაკვეთილი 
01-10-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების გაზრდის მიზნით,  VIბ კლასში (დამრიგებელი თამილა თუთბერიძე) ჩატარდა გაკვეთილი თემაზე - „ბუნების შვილები“ (ვაჟა-ფშაველას „ქუჩის“ მიხედვით).

„რადგან გარემოსდაცვითი განათლება აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული პასუხისმგებლობის შესანარჩუნებლად, ეკოლოგიური კულტურის ჩამოსაყალიბებლად, ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით გამახვილდა“,- გვეუბნებიან სკოლაში გაკვეთილის თემაზე საუბრისას.

სასწავლო პროცესი მეტად საინტერესოდ წარიმართა და მოიცავდა არაერთ აქტივობას. 

მოსწავლეებმა გააანალიზეს ტექსტი, ისაუბრეს ბუნების როლზე ადამიანის ცხოვრებაში, წაიკითხეს ჩანახატები, წარმოადგინეს თავიანთი ნახატების პრეზენტაციები, შექმნეს სლოგანები ბუნების დაცვა-გაფრთხილებაზე და მიაკრეს „სურვილების ხეზე“.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე სალომე ქობალია,რომელმაც დადებითად შეაფასა მოსწავლეთა ნაშრომები და მოუწოდა ბავშვებს, ყოფილიყვნენ ბუნების ქომაგები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება