| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ემოციებით სავსე იყო.
სკოლაში განსაკუთრებით ცდილობენ, არც თუ მრავალრიცხოვან მოსწავლეებს სასიამოვნო გარემო შეუქმნან და განწყობა აუმაღლონ.
ველევის საჯარო სკოლაში ყოველ წელს სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ზეიმით აღინიშნება სასწავლო წლის დაწყება, იჭრება სადღესასწაულო ტორტი და სკოლაში სასიამოვნო გარემო იქნება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სულ სხვა დატვირთვა აქვს სხვა პიროვნებებისაგან გამოჩენილ ყურადღებას, ამ მხრივ, სკოლას ანებივრებს რაიონული გაზეთის რედაქტორი დალი დარახველიძე, კულტურის ცენტრის დირექტორი თამაზ დაუშვილი, ოლქის დეპუტატი დავით გოგსაძე, წელს კი მან სხვაგვარი სიურპრიზი მოუწყო სასკოლო საზოგადოებას და კოლეგებთან: დავით ხუციშვილსა და ირაკლი კობახიძესთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ბავშვებს კი საჩუქრები გადასცა.
სკოლა მადლობას უხდის ყველა მათგანს გვერდში დგომისა და ამ დღის გამრავალფეროვნებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია, რაც მეტად საპასუხისმგებლოა სკოლის ადმინისტრაციისა თუ პედაგოგებისთვის, მათი მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლეთა სიმცირის მიუხედავად, სასწავლო გარემო იყოს მრავალფეროვანი და მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული.
„და-ძმა ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეები - სოფელ ველევის საჯარო სკოლის ორად ორი მოსწავლეა, ველევის თემში შემავალი 4 სოფლის:კვირიკეწმინდა- ველევის, ბეთლევისა და შხივანის მოზამთრე 2 ბავშვი: ნიკოლოზ მაცაბერიძე და დათა და ნატალია სუთიძეები, კი შემოემატენ, მაგრამ ისინი პატარები არიან და ამათ პარტნიორობას ვერ გაუწევენ. ბავშვს კი აზრის გამზიარებელიც უნდა და პარტნიორიც, სულ უფროსების გარემოცვაში ყოფნა რთულია, კი ყველასაგან სითბოსა და სიყვარულს გრძნობენ როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ, მაგრამ სულ მონატრული არიან თანატოლებს, მათთან ურთიერთობას. ზაფხულის დადგომაც უფრო უხარიათ, რომ ქალაქელ თანატოლებს ელიან, მთელი წლის ნაგროვები შთაბეჭდილებები აქვთ გასაზიარებელი, რამდენს, ვინ მოთვლის, ყავლიც გაუვიდა! ასე რომ არდადეგებიდან არდადეგებამდე მოლოდინის რეჟიმით ცხოვრობენ. ზაფხულიც წვიმის წვეთივით სწრაფად ქრება, თუ მაინც გვიან ჩამოვიდნენ მოაგარაკენი, იმათ თავიანთი განრიგი აქვთ სამეგობროსთან ერთად, ამათი მოლოდინი კი უსაზღვროა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
მოსწავლეებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოეწყო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად