| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლამ ტრადიციულად აღნიშნა ენების ევროპული დღე. ამჯერად, ღონისძიებას მეგობარი ურავის საჯარო სკოლაც შეუერთდა.
მოსწავლეები ჩვეული ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ პროცესში: დაამზადეს ევროპის ქვეყნების დროშები, სხვადასხვა ენაზე ისწავლეს ფრაზები: „გამარჯობა! როგორ ხარ? მე შენ მიყვარხარ!“
ღონისძიების ხელმძღვანელმა, აქტივობა - „იცოდი თუ არა, რომ...“ განსაკუთრებით საინტერესოდ წარმართა, მოსწავლეებმა გაიგეს ბევრი ახალი ფაქტი ენებთან დაკავშირებით; ასევე, სახალისო იყო „გამოცნობანა“: გამოიცანი ენა, ჰიმნი, ნაციონალური ცეკვა; დასასრულს კი, როგორც ყოველთვის, მუსიკალური კარაოკე მოეწყო.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ, ამ მასშტაბური ღონისძიების მხარდამჭერებს კი მადლობას უხდიან.
„დიდი მადლობა, ენების ევროპული დღის მხარდამჭერ ყველა ორგანიზაციას ასეთი საინტერესო და სასარგებლო იდეის დანერგვისა და განხორციელებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, იტალიის საელჩო, ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვა“, დანიის კულტურის ინსტიტუტი, ევროპის საბჭო.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა