სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუბის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა
27-09-2024
-
+


16 სექტემბერს, ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. მათ ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე კი პედაგოგებმა იზრუნეს, რომელთაც ბავშვებს საზეიმო მიღება მოუწყვეს. 

საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა სახელმწიფო დროშა, დირექციის წევრებმა და პედაგოგებმა მოწაფეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. 

ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ყველაზე პატარებისთვის - პირველკლასელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც სასკოლო ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამენ, ამიტომ პედაგოგები მათ გულთბილად, დიდი სიყვარულით დახვდნენ და შეეცადნენ მათთვის პირველი ზარი ზღაპრულ მოგონებად ექციათ. 

„გუბის საჯარო სკოლაში 16 სექტემბერს სასწავლო პროცესი დაიწყო. ამ დღის მთავარი გმირები, რასაკვირველია, ჩვენი საყვარელი მოსწავლეები არიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე პირველკლასელთათვის, რადგან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და პირველ ნაბიჯებს დგამენ ცოდნის ტაძარში. ულევ წარმატებას და წინსვლას ვუსურვებთ ჩვენს პირველკლასელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება