| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში (რესურსსკოლა) ენების ევროპული დღე აღინიშნა.
როგორც ცნობილია, ენების ევროპული დღე 2001 წელს დაწესდა ევროპის საბჭოს მიერ, ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს. მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა.
ამ კონტექსტში, კი, როგორც ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, ჟესტურმა ენამ მნიშვნელოვანი და საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს.
„ჟესტური ენა კომუნიკაციის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც ემყარება ჟესტებს, მიმიკებსა და სხეულის მოძრაობას. იგი ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ყოველდღიური ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია.
ჟესტური ენის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოციალური თანასწორობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის“,- ხაზგასმით აღნიშნავენ სკოლაში.
ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, ჟესტური ენის თარჯიმნის ნინო გვილავას ასისტირებით, იხილეს ბრიტანელი რეჟისორის- კრის ოვერტონის მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „The Silent Child“, რომელშიც ასახულია სმენადაქვეითებული გოგონას, ლიბის ისტორია.
„ლიბის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისი კომუნიკაციური მხარდაჭერა, რათა სმენადაქვეითებულ ბავშვებს მიეცეთ განვითარებისა და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ყოფნის შესაძლებლობა“,- გვეუბნებიან სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელიც შეეხებოდა სმენადაქვეითებული ბავშვების განათლებას, ოჯახის როლს ბავშვის განვითარებაში, ინკლუზიური საზოგადოების საჭიროებასა და სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა