სიახლეები
ყველაზე პოპულარული


რა ფუნქციები აქვს მასწავლებლის სახლს - დეტალური ინფორმაცია
29-09-2024
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ფუნქციები ოფიციალურადაა გაწერილი. მაშ ასე, მასწავლებლის სახლს ევალება:

• მასწავლებლის პროფესიული სტანდარტების პროექტების შექმნა და განვითარება;
• საჯარო სკოლის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;
• მასწავლებელთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;
• მასწავლებელთა საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და მომზადება;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ვაკანსიების რეგისტრაცია;
• მასწავლებელთა პროფესიული მომზადების და განვითარების პროგრამების შესამუშავებლად რეკომენდა­ციების მომზადება;
• მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავ­ში­რებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე სამინისტრო­სათვის რეკომენდა­ციების მომზადება;
• სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კვლევების ჩატარების საფუძველზე სამინისტროსათვის რეკომენდაციებისა და ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების წინადადებების შეთავაზება;
• სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიმართვის საფუძველზე, სამიზნე ჯგუფების კვლევის
განხორციელება და პროფესიული განვითარების გეგმის მომზადება;
• ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობის გზით განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგრანტო კონკურსების ორგანიზება და გრანტების გაცემა;
• სწავლა-სწავლების პროცესში დისტანციური სწავლების განხორციელების გზით განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების სწავლა/სწავლების ხელშეწყობა;
• ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებით დაინტერესებულ პირთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. მათ, შორის სერტიფიცირება;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიზნით, პროფესიულ-ტექნიკური ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
• ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა.




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება