სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიამ საიუბილეო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო
26-09-2024
-
+


ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ განახლდა. 

სამზადისი გაცილებით ადრე დაიწყო, 10-11 სექტემბერს კი გიმნაზიის დირექციამ მოსწავლეთა მშობლებთან საერთო შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელმა და დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში მარიამ ტარიელაძემ ისაუბრეს 2024-2025 სასწავლო წლის გეგმებზე. სკოლის ხელმძღვანელმა მშობლებს გააცნო ახალი ინიციატივები და გამოწვევები, რაც სკოლის წინაშე დგას, ითხოვა მშობლებისაგან მეტი მხარდაჭერა და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ მშობლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

14 სექტემბერს კი, სასკოლო საზოგადოებამ საეკლესიო ახალი წლის დაწყება აღნიშნა და ახალი სასწავლო წელიც დაიწყო. 

„ღმერთო აკურთხე გვირგვინი წელიწადისა, სიტკბოებითა შენითა!“ - მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ამ დღეს წმიდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“, შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. სავარაუდოდ, ეს პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა ორმა მოვლენამ განაპირობა.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე … ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“. ასევე, 312 წლის 14 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება მიაყენა მაქსენციუსს, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიაც, ტრადიციისამებრ სასწავლო წელს 14 სექტემბერს აახლებს

აღსანიშნავია, რომ წელს საიუბილეო წელი აქვს გიმნაზიას - დაარსებიდან 25 წლისთავს აღნიშნავს.

დირექცია გიმნაზიის გულშემატკივრებს, ჰპირდება, რომ წლის განმავლობაში არაერთი ლამაზი ღონისძიებით გაანებივრებს. აღნიშნავს, რომ გიმნაზიის ისტორიის შემქმნელებსაც არ დაივიწყებს და ეტაპობრივად სიურპრიზებსაც აანონსებს. 

16 სექტემბერს კი მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, პირველკლასელებს „პირველი გაკვეთილი“ არასაკლასო სივრცეში ჩაუტარდათ, რამაც მათი აღფრთოვანება და დიდი ინტერესი გამოიწვია.

„პირველმა დღემ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა, ორშაბათიდან კი სწავლა კლასებში განახლდა!წარმატებული და ნაყოფიერი წელი სასკოლო თემს!  მადლობა, რომ ჩვენ აგვირჩიეთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით“ - ჯვარის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება