სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
25-09-2024
-
+


ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს. 

მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალფეროვანი დეკორაციითა და ბუშტებით იყო მორთული, რამაც პატარების განწყობა უფრო აამაღლა. სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებული სიხარულით პირველკლასელებს შეეგება, მათ ლეპტოპები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა. დირექტორმა - ელისო ირემაძემ კი ეს მნიშვნელოვანი დღე ყველას მიულოცა. 

„გილოცავთ ახალ 2024-2025 სასწავლო წლის დადგომას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის. 

განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც ჩვენი სკოლის კარი შემოაღეს, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება