სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგრანტო კონკურსი მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებებისთვის
30-11-2016
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებებისთვის/ასოციაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. 

კონკურსის მიზანია პროფესიული განვითარების სფეროში მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციების/გაერთიანებების ჩართვა და ამ პროცესში მათი აქტივობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს გარე აქტორების გაძლიერებას და შექმნის პირობებს ცენტრის სერვისების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი.

კონკურსის მიზნიდან გამომდინარე, გრანტის მიღების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა გადაჭრას შემდეგი ამოცანები:

 

  • დაგეგმოს და ჩაატაროს შესაბამისი საგნის, ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან სტანდარტების საჯარო განხილვები, ფოკუს-ჯგუფები და მოამზადოს შესაბამისი ანგარიში;
  • განახორციელოს სამაგიდო კვლევა, რომელიც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი საგნობრივი სტანდარტისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის შედარებით ანალიზს;
  • საბოლოო ანგარიშში ასახოს კვლევის მეთოდოლოგია, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საგნობრივმა ასოციაციამ/გაერთიანებამ შევსებული საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს 5 დეკემბრის ჩათვლით, ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ელექტრონული განაცხადის შევსებული ფორმის სახით ელექტრონულ ფოსტაზე info@tpdc.ge

პროექტისათვის ცენტრიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.

ელექტრონული განაცხადის ფორმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება