| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა.
გაიმართა მოსწავლეთა მისაღები ღონისძიება.
სკოლას სტუმრობდა მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მარიამ ჯაფარიძე. გახსნით ღონისძიებაზე ჩატარდა პირველკლასელთა მისასალმებელი ცერემონიალი.
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, შეკრებილ საზოგადოებას სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა სკოლის დირექტორმა ზურაბ ქანთარიამ.
რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აგრეთვე ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა პედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით ვულოცავთ პირველკლასელებს. წარმატებული, საინტერესო, აქტიური, ბედნიერი, სითბოთი და სიყვარულით სავსე წელი ყოფილიყოს ძლიერი მომავლი თაობის აღზრდა-განათლების გზაზე“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად