სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

KIU კვლავ წარმატებული უნივერსიტეტების სათავეშია
17-09-2024
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2024-2025 სასწავლო წელს სტუდენტების ახალი, მეხუთე ნაკადით ხვდება. მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სურვილი კვლავინდებურად საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე აბიტურიენტებმა გამოხატეს. უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ქულათა მაღალი ბარიერი 300-მდე ახალგაზრდამ გადალახა და ამჟამად KIU-ში 1400-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU ტრადიციულად აგრძელებს უნივერსიტეტების რეიტინგის სათავეში ყოფნას, ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელებს შორის არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების საქართველოს ნაკრებისა  და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების წევრები, ინოვაციების კონკურსების გამარჯვებულები და პრიზიორები. აღსანიშნავია, რომ KIU-ში ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობამ (98.3%-მა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას პირველ ან მეორე ნომრად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიუთითა. 

უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სტუდენტებს სხვადასხვა სახის დაფინანსებას და სტიპენდიას სთავაზობს. KIU-ში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი. სტუდენტები დატვირთული სასწავლო პროცესის პარალელურად, აქტიურად იღებენ მონაწილეობას როგორც გაცვლით, ისე სტაჟირების პროგრამებში, ჩართულნი არიან სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, სტუდენტური სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშემწყობ საზაფხულო სკოლებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში.

KIU ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ ინფრასტრუქტურას და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში. KIU არის „green field university“, რომელიც წარმოადგენს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ანალოგს და შექმნილია TUM International GmbH-თან პარტნიორობით.

KIU-ში საბაკალავრო პროგრამების გარდა ასევე ხორციელდება „ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის“ (FIM) სამაგისტრო პროგრამა და სადოქტორო სკოლა. უახლოეს მომავალში უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ახალი აკადემიური პროგრამების დამატებას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს.  უნივერსიტეტის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად - დეტალური ინფორმაცია ქულის გათანაბრების შესახებ

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ქეთევან ცალუღელაშვილმა ინგლისურ ენაში უმაღლესი 70 ქულა მოიპოვა. ასევე 70-დან 70 ქულა აქვს ირაკლი ბეკურაულს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება