სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი მარაბდის საჯარო სკოლაში
17-09-2024
-
+


9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი ტრადიციულად, საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

სკოლის დირექტორმა - თამრიკო ფიჩხულაშვილმა და პედაგოგიურმა კოლექტივმა ახალი სასწავლო წელი მიულოცეს მოსწავლეებს, მშობლებს და დამსწრე საზოგადოებას.

განსაკუთრებული მილოცვა წილად ხვდათ პირველკლასელებს და გასული წლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან. აღსანიშნავია, რომ მარაბდის საჯარო სკოლა წელს თერთმეტმა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან 8 სტუდენტი გახდა, რვიდან ერთმა მოსწავლემ, ციური დევდარიანმა 70%-იანი გრანტი მოიპოვა.

გარდა ამისა, დირექტორმა და პედაგოგებმა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, ასევე სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში მონაწილე მოსწავლეებს გადასცეს სიგელები და დიპლომები.

აღსანიშნავია, რომ მარაბდის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და სასწავლო განწყობაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მოსწავლეთა საზეიმო მიღებაც.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება