| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდი - Girls in Agro, როგორც საერთაშორისო კონკურსის „Technovation Girls Sakartvelo 2024“ საუკეთესო ათეულის წევრი, ცემში, საგანმანათლებლო ბანაკში მონაწილეობს.
Girls In Agro-ს გუნდი წარმოდგენილია შემდეგი შემადგენლობით: მარიამ ბუცხრიკიძე, ნინი გაბუნია, ბარბარე კუჭავა, ელენე უშხვანი. TECHNOVATION GIRLS SAKARTVELO 2024-ის შემაჯამებელი ბანაკი ბორჯომში 9 სექტემბერს დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ პროექტი გულისხმობს გოგონების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ბანაკის ფარგლებში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ სიახლეებს და გაიგონ მეტი ამ სფეროში არსებულ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: მეწარმეობა, ხელოვნური ინტელექტი, არდუინო, სამედიცინო ტექნოლოგიები და სხვა. პროექტის მხარდამჭერები: Teachers Lab / მასწავლებელთა ლაბორატორია , IDEA DESIGN GROUP, Quantori
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ