სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენი წინსვლით გვაბედნიერებთ“ - დიდაჭარის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ 
09-09-2024
-
+


წელს, საქართველოს მასშტაბით, 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათ შორის არიან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან, თიკა გობაძემ, ნიკა გობაძემ და ელისო შავაძემ ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ, ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ახარებთ, რომ დაფასდა როგორც აბიტურიენტთა შორიმა, ისე პედაგოგთა ამაგი. 

„დიდაჭარის საჯარო სკოლა გილოცავთ სტუდენტობას ჩვენს საამაყო, ნიჭიერ  და არაჩვეულებრივ ბავშვებს. ბედნიერი სტუდენტობა და წარმატებული  მომავალი გვინდა გისურვოთ. დიდი მადლობა, რომ ასე გვანებივრებთ თქვენი სიყოჩაღით. თქვენი წინსვლით ჩვენც გვაბედნიერებთ.

გამორჩეული კლასი იყავით და ასე გააგრძელეთ მომავალშიც. უღრმესი მადლობა თითოეულ მასწავლებელს. გვიხარია გრანტების მოპოვება“,- აღნიშნავენ სკოლაში და გრანტიანი კურსდამთავრებულების შედეგებს გვიზიარებენ: 

  • თიკა გობაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია - 50%;
  • ნიკა გობაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი - 50%;
  • ელისო შავაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია - 50%.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება