| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლას მიზანდასახული პედაგოგოები ჰყავს, რომელთა შრომა და მონდომება, როგორც კურსდამთავრებულთა წარმატებით, ასევე მათ მიღწევებით დასტურდება.
წელს თორიის საჯარო სკოლის სამმა კურსდამთავრებულმაა: ლილია დოშოიანმა, მარია მალხასიანმა და ეღიაზარ ელოიანმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და სასურველ პროფესიებს დაეუფლებიან.
„ვულოცავთ მათ სტუდენტობას და გვიხარია, რომ დაფასდა ჩვენი შრომა და ამაგი. ვამაყობთ, რომ ყველა მათგანმა შეძლო მიზნის მიღწევა. საუკეთესო სურვილებით გილოცავთ სტუდენტობას, უფალი იყოს თქვენი მფარველი“, - ამ სიტყვებით ულოცავენ ახალგაზრდებს, სკოლის დირექცია და პედაგოგები მიღწეულ წარმარებას.
აღსანიშნავია, რომ სკოლა არა მარტო კურსდამთავრებულების წარმატებითაა ამაყი, არამედ მიზანდასახული პედაგოგებითაც.
ისტორიის პედაგოგმა - მკრტიჩ ლოქიანმა და სომხური ენის პედაგოგმა - ქრისტინე ხაჩატრიანმა, მასწავლებელმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
„ძალიან გვიხარია მათი წინსვლა და მომავალში წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად