სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სალხინოს საჯარო სკოლის გამორჩეული გამოშვება და კურსდამთავრებულთა წარმატება ეროვნულ გამოცდებზე 
02-09-2024
-
+


ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა მიღწევებით ამაყობენ. 

წელს სკოლას ექვსი მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა სკოლის ყველა აბიტურიენტმა, ამასთან ოთხმა მათგანმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

„არის სკოლის ცხოვრებაში გამორჩეული გამოშვებები, ასეთი გამორჩეული გამოშვება იყო სალხინოს საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის გამოშვებაც, დიახ, სკოლის კურსდამთავრებულთა შორის ექვსი მედალოსანია, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა სკოლის  ყველა აბიტურიენტმა“,- გვეუნბება სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა და კურსდამთავრებულთა მიღწევებს გვიზირებს. 

ანი ბასილაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 70%-იანი გრანტთ ისწავლის;

ლიკა ნანავა ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 70%-იანი დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას;

ნიკა ცაავა - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა;

ნიკა ნანავას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლა 50%-იანი გრანტით დაუფინანსდება;

მარიამ ცაავა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა;

მარიკა კეკუტია- გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია;

ქეთი ხურცილავა კავკასიის უნივერსიტეტში ისწავლის;

ანდრია წულაია კი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 

სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას სიყვარულით ულოცავს. 

„თითოეულ თქვენთაგანს და თქვენთან ერთად სრულიად საქართველოს ახალგაზრდებს ვულოცავ სტუდენტობას და ვუსურვებ წარმატებებს“,- აღნიშნავს დირექტორი და ახალგაზრდების აქტიურ მხარდამჭრად რჩება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება