სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გილოცავთ, თქვენ ყველამ შეძელით თქვენი მიზნების მიღწევა“ - გვიშტიბის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
02-09-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში სასურველ პროფესიებს დაეუფლებიან. 

სკოლაში ახარებთ, რომ დაფასდა როგორც აღზრდილთა შრომა, ისე პედაგოგთა ამაგი და ამაყობენ, რომ ყველა მათგანმა შეძლო მიზნის მიღწევა. 

„ძვირფასო 2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ სტუდენტობას, თქვენ ყველამ შეძელით თქვენი მიზნების მიღწევა და ოცნების ასრულება, ჩაირიცხეთ თქვენთვის სასურველ სპეციალობებზე, გვყავს 70%-იანი გრანტის მფლობელიც მონიკა მაცაბერიძე, ამ დიდ წარმატებაში ერთი აგური ჩვენ და ჩვენმა სკოლამ დადო. წარმატების გზებით გევლოთ, უფალი იყოს თქვენი მფარველი“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება