| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - ანა ქურასბედიანის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებით ხარობენ.
სკოლის კურსდამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა.
სკოლაში მას ახასიათებენ, ბეჯით, აქტიურ და მიზანდასახულ ახალგაზრდად, რომლის სახელზე არაერთი წარმატებაა.
„ანა გამოირჩეოდა ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობით, აქტიურობით, ლიდერული თვისებებით, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, მიზანსწრაფულობით და ამ თვისებების წყალობით არაერთხელ ასახელა მშობლიური სკოლა“,- აღნიშნავენ სკოლაში, კურსდამთავრებულს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლა ულოცავს ანას ამ წარმატებას, ამაყობს მისით. ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, იგი არაერთხელ წარმოაჩენს თავის თავს საუკეთესო კუთხით! ვუსურვებთ დიდ წარმატებებს მწვერვალებისაკენ სავალ გზაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად