| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. წელს საქართველოს მასშტაბით სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლა ზეიმობს წლევანდელი კურსდამთავრებულების შედეგებით.
აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
100%-იანი გრანტი მოიპოვა შოთა ვადაჭკორიამ და სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს.
დათო წულაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა.
გიორგი ორმოცაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გემის ელექტრომექანიკას დაეუფლება.
ლუკა აბუსერიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის.
თამუნა თაბაგარი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოდის დიზაინს დაეუფლება.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და ნათელ მომავალს უსურვებენ.
„ყველას გილოცავთ სტუდენტობას! სიხარული, სიკეთე და სიყვარული ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად