სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, კიდევ ბევრჯერ ასახელებთ მშობლიურ სკოლას!“ - ბოლნისის N3 სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
29-08-2024
-
+


ბოლნისის N3 საჯარო სკოლას ყოველ წელს ასახელებენ ის კურსდამთავრებულები, რომლებიც სკოლაში მიღებულ ცოდნას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებით იყენებენ და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

ამჯერადაც, სკოლა დიდი სიამაყით ულოცავს ახალგაზრებს სტუდენტობას და მათ, ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს. 

ახლაგაზრდები: მარი ხუციძე, თიკო მეტრეველი და მარიამ დვალიშვილი სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებენ; ანი მალაზონია, სალომე ივეჩიანი და ლუკა სარაჯიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; თეონა დადვანი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში; ხოლო, ნიკოლოზ ციხელაშვილი და ლუკა ხორბალაძე - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 

„ჩვენო ძვირფასებო, ჩვენი სკოლის 2023-2024 წლის კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სტუდენტობას! გისურვებთ წინსვლას ცხოვრების იმ დიდ გზაზე, რომელზეც თქვენი შედეგებით გადადგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. არ გადაუხვიოთ არჩეულ გზას და მიაღწიეთ დასახულ მიზანს! დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრჯერ ასახელებთ მშობლიურ სკოლას!

„გადაფრენილ წელთა ჯარი შემოგიმტვრევთ კარებს, 

ბავშვურ ოცნებებთან ერთად თქვენთან დაივანებს, 
სტუდენტს,  ლერწამ- გოგოს მისდევს თმაქოჩორა ბიჭი, მზის სინათლეს წაეკიდა ოქროსფერი იჭვი…
სტუდენტობა მოჰგავს ირმის მყვირალობას მთებში, სწავლის ძირი მწარე არის,  გატკბილდების  წვერში!
ახალგაზრდულ შემართებით გზები გაგეთელოთ, 
საამაყოდ ჰყავდეთ ყველა მშობელ საქართველოს !“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება