სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს
21-08-2024
-
+


2024 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, 10 საუკეთესო პედაგოგი უკვე შერჩეულია სპეციალური კომისიის მიერ, მასწავლებელბის ვინაობა ცნობილი სწორედ  პრემიის გადაცემის ცერემონიალზე იქნება.

საზოგადოების ინტერესის საგანს კომისიის წევრთა ვინაობაც წარმოადგენს, რომელსაც სამინისტრო ღიად არ ასახელებს, თუმცა გავრცელებული ფოტოებიდან შეგვიძლია რამდენიმე საინტერესო ფუგურა ნამდვილად გითხრათ. 

სპეციალურ კომისიაში არიან:

გიორგი ამილახავარი -  განათლების, მეცნიერებისა და ახლაგაზრდობის მინისტრი

თამარ მახარაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და ახლაგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

ნოდარ პაპუკაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და ახლაგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

მაია კობახიძე - საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი;

შალვა ამონაშვილი - მეცნიერი, პედაგოგი და ფსიქოლოგი;

თემიკო ჭიჭინაძე -მსახიობი;

გია მურღულია - ზოგადი განათლების საკითხებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კონსულტანტი;

ნანა შონია - მსახიობი;

ნოე სულაბერიძე - ტელეწამყვანი;

კონსტანტინე გამსახურდია -  დიპლომატი, პოლიტიკოსი და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი;

ლაშა ბექაური - ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში;

ნიკოლოზ წულუკიძე - თეატრმცოდნე

ქეთი დუმბაძე - პარლამენტარი, მწერალთა სახლის დირექტორი და ა.შ.

აღსანიშნავია, სამინისტრო კომისიის წევრებად, როგორც თავად განმარტავს, საზოგადოებისთვის ცნობილ, სხვადსახვა პროფესიის მქონე პირებს ირჩევს, თუმცა კონკრეტულად რა კრიტერიუმით, ცოდნითა და გამოცდილებით ხდება მათი შერჩევა უცნობია.

იხილეთ კომისიის სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები, რომელიც სამინისტრომ თავად გაავრცელა: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება