სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მჯერა, კვლავაც ასახელებს, ოჯახს, სკოლას, მშობლიურ სოფელს“-დაბლაციხის სკოლაში კურსდამთავრებულ თორნიკე ძნელაძის გამოცდებზე მიღწეული წარმატებით ხარობენ
21-08-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული ახალგაზრდა აღუზრდია, რომელთა წარმატება დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყო და მეტად სასიხარულოა. 

მათ შორისაა, ოქროსმედალოსანი თორნიკე ძნელაძე, რომელმაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, უდიდესი შრომისმოყვარეობის, ნიჭისა და ინტელექტის წყალობით, უმაღლესი ქულებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და ამჟამად სტუდენტობის მოლოდინშია. მან მომავალ პროფესიად სამედიცინო სფერო აირჩია.

კურსდამთავრებულის წარმატებით გამოწვეულ სიხარულს პედაგოგი მაია ჩხიკვაძე გვიზიარებს. 

„მეამაყება, რადგან თორნიკემ გარდა მრავალი სასკოლო აქტივობებისა, სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფებში, წარმატებით მიიღო მონაწილეობა ჩემს მიერ, განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში და სკოლას მოუტანა გამარჯვება: პროექტ „ტექნოპარკის“ ფარგლებში განახორციელა საკლასო პროექტი „გარე განათება“. ამ პროექტის პრეზენტაცია კი თსუ-ს STEAM- 2023 პროექტების გამოფენაზე გაიმართა. ის მონაწილეობდა ათასწლეულის გამოწვევების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში MCA, ასევე ym.tbilisy მიერ განხორციელებულ, ელექტროინჟინერიის სიმპოზიუმის კონკურსში. გარდა ამისა ჩვენი სკოლა, ეკოკლუბის ფარგლებში, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ კონკურსის მრავალგზის გამარჯვებულია, ვახორციელებთ სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებს, აქაც თორნიკე გვერდში ედგა „ეკოლოგების“ გუნდს.

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის.

მჯერა, რომ თორნიკე კვლავაც ასახელებს, ოჯახს, სკოლას, მშობლიურ სოფელს და იქნება 21-ე საუკუნის ღირსეული, რეალიზებული მოქალაქე“,- აღნიშნავს პედაგოგი მაია ჩხიკვაძე და წარჩინებული კურსდამთავრებულის აქტიურ მხარდამჭერად და გულშემატკივრად რჩება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება