სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლიერი ვარ ჩვენი პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების“ - ქუთაისის N4 სკოლის დირექტორი მოსწავლეებს უცხოურ ენაში უმაღლესი ქულების მიღებას ულოცავს
07-08-2024
-
+


ქუთაისის N4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ახლა საბოლოო შედეგებსა და ჩარიცხვას ელოდებიან. 

სკოლის სამმა კურსდამთავრებულმა გიორგი ვასაძემ, ჯიმი ღონიაშვილმა, საბა გრიგალაშვილმა, მაქსიმალური - 70 ქულა დაიმსახურეს ინგლისურ ენაში - ამ შედეგით განსაკუთრებით ამაყობენ მათი პედაგოგები. კლასის ხელმძღვანელი დავით მოდებაძე და ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია.

როგორც ქუთაისის N4 სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე გვეუბნება, სწავლაში მიღწეული წარმატებების გარდა ამაყობს თავისი მოსწავლეების სპორტული მიღწევებით. გიორგი ვასაძე საქართველოს 2024 წლის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულია კარატეში და მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო ტურნირის პრიზიორიცაა. 

„ძალიან დიდია ჩვენი სიხარული. ლოგიკურია, რომ ყველას - დირექციას, მასწავლებლებს, მშობლებს აქვს განცდა, რომ მისი კურსდამთავრებული იქნება თუ სკოლაში მყოფი მოსწავლე წარმატებული უნდა იყოს. ჩვენ ათმაგად გვაქვს ეს სიხარული, რადგან უკვე 2 წელია, ძალიან რთულ რეჟიმში ვმუშაობთ, ალტერნატიულ ფართში (სკოლა დემონტაჟის გაჭიანურებულ პროცესშია, ჯერ შენების პროცესი არაა დაწყებული და საკმაოდ დიდი კონკურენცია გავიარეთ) 35-წუთიანი გაკვეთილები გვაქვს, რაც თავისთავად აისახება სასწავლო პროცესსა და საგაკვეთილო ხარისხზე. მით უფრო მისასალმებელია, რომ ამ დროში მასწავლებელი და ლოგიკურია მშობელი სათანადო კომუნიკაციით ახერხებს, რომ შვილს სათანადო განათლება მისცეს.

ეს ბავშვები ჩვენთან სწავლობდნენ დაწყებული საფეხურიდან და მუდმივად მიჩვეული არიან საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელთან საქმიან ურთიერთობას. როგორც მასწავლებლების, ასევე, რა თქმა უნდა, მშობლების დიდი დამსახურებაცაა მოსწავლეთა წარმატება. 

ვემადლიერები ჩვენს მასწავლებლებს და სკოლის კურსდამთავრებულებს წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებ“, - აღნიშნავს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება