| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდს ღირსეული და საკუთარი საქმის მცოდნე დირექტორი თამილა შულაია უძღვება. აღსანიშნავია, რომ დირექცია და მასწავლებლები ახალგაზრდების წარმატებისთვის დაუღალავად შრომობენ. ნატი ამაგი რომ უკვალოდ არ იკარგება, ამას კურსდამთავრებულთა მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მირებული შედეგებიც მოწმობს.
სკოლის დირექტორი თამილა შულაია აღნიშნავს, რომ სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებმა თავიანთი შედეგებით ძალიან გაახარეს. მისივე თქმით, ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეებიც იყვნენ გასულები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სკოლის კედლებში ხარისხიან განათლებას იღებენ.
„ჩვენი მცირეკონტიგენტიიანი სკოლა და პედაგოგიური კოლექტივი, რომელიც პროფესიონალი პედაგოგებითაა დაკომპლექტებული, მუდამ ზრუნავდა და ზრუნავს საკუთარი აღსაზრდელების ბედნიერი, წარმატებული, უსაფრთხო და საუკეთესო მომავლის, ერისა და მამულისათვის საუკეთესო პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის. ამის ერთ-ერთი მანიშნებელია ის მოსწავლეები, რომლებიც ცხოვრების დამოუკიდებელ ასპარეზზე ღირსეულად ირჩევენ ცხოვრების კრედოს. არც ეს წელია გამონაკლისი, ჩვენმა მოსწავლეებმა გამოცდებზე მიღებული საუკეთესო შედეგებით გაგვახარეს და მზად არიან ამაყად, თავაწეულებმა იარონ ჩვენი ქვეყნის მომავლის საწინდრად. გვეამაყებით და მჯერა, თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც, ჩემთან ერთად, უშიშრად გაისეირნებს აფხაზეთის მიწაზე.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი მე-11 კლასის მოსწავლეები, რომელთაც დაამტკიცეს, რომ სკოლის კედლებში მიღებული ცოდნა არის გამარჯვებისა და საუკეთესო შედეგის მომტანი...
ვამაყობ თითოეულით!!!
ამაზე დიდი საჩუქარი არაა ქვეყნად არაფერი“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი თამილა შულაია.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ
ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები)
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა