სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღებში რისკების შეფასების სამდონიანი სქემა - რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი
27-07-2024
-
+


ბაღებისთვის ახალი დოკუმენტი შემუშავდა - ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში მიმდინარე პროცესების ჩამონათვალი და მათი აღმწერები; ავტორიზაციის მეოთხე სტანდარტი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა ითვალისწინებს დაწესებულებაში პროცესების მართვის სისტემის არსებობას, კონკრეტულად კი ბაღში მიმდინარე პროცესების იდენტიფიცირებას, მათი აღმწერების შემუშავებას და ხარისხის უზრუნველყოფის ციკლის ამოქმედებას. აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში შემუშავებული იყოს რეგულაცია/შიდა მექანიზმი, რომელიც დაფარავს „ბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებს“.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ. ასევე, მოიცავს რეკომენდაციებს აღნიშნული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებების შესახებ, რაც ბაღებს ზემოხსენებული ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარებათ.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ დაწესებულებაში ხარისხის უზრუნველყოფის ციკლის ამოქმედებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითოეული პროცესის პერიოდულ შეფასებასა და კონტროლს. ამ მიზნით, დაწესებულებამ რეკომენდებულია განსაზღვროს თითოეულ პროცესთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები და მათი გავლენა დაწესებულების მთლიან საქმიანობასა და იმიჯზე. მაგ: დაწესებულებამ პროცესების რისკის შეფასებისთვის შეიძლება გამოიყენოს სამ დონიანი შეფასება. სამ დონიანი შეფასებისთვის, რისკ-ფაქტორების სქემა შეიძლება შემდეგნაირად გამოიყურებოდეს:
• დაბალი რისკ-ფაქტორი - 1 ქულა;
• საშუალო რისკ-ფაქტორი - 2 ქულა;
• მაღალი რისკ-ფაქტორი - 3 ქულა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება