სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვინც ხვალ აბარებს ისტორიას, ვეტყოდი...“ - აბიტურიენტები ისტორიის ტესტზე საუბრობენ და თანატოლებს რჩევებს აძლევენ
15-07-2024
-
+


ისტორიის გამოცდის მეორე სესია ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება; ტესტირებიდან გამოსული აბიტურიენტები etaloni.ge-სთან საგამოცდო საკითხებზე საუბრობენ და თანატოლებს ხვალინდელი სესიისთვის რჩევებს აძლევენ:

„წყარო იყო როსტომ ხანზე და ლევან დადიანზე, გიორგი მეფეზე. ძალიან მარტივი იყო. ამ დავალებაში კითხვები ეხებოდა - თუ ვინ იყო იმერეთის მეფე, რატომ დათანხმდა, რომ თავისი და გაეთხოვებინა... რა ჰქვია დადიანების სამთავროსო და ა.შ. ანალოგიის ნაწილი საფრანგეთის რელიგიურ დაპირისპირებაზე იყო, ანალოგია კი კონტინენტურ ევროპაზე. 35 ტესტური დავალება ყველაზე მარტივი იყო, თუმცა ახლა კონკრეტულ საკითხებს ვერ ვიხსენებ. რუკა იყო პირველ მსოფლიო ომზე. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ძალიან მარტივი იყო, გასული წლების ტესტებთან შედარებით, ბევრად გამარტივებულია“.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, მარტივი დავალებები იყო, არ ველოდი... საკითხები იყო დადიანების სამთავროზე, პირველ მსოფლიო ომზე, საფრანგეთში მიმდინარე დაპირისპირებაზე. ისეთი საკითხები იყო, რაც შეიძლება ყველა აბიტურიენტმა კარგად იცოდეს“.

„ილუსტრაცია არ ყოფილა. ტესტური დავალებები, ფაქტობრივად, ყველა ეპოქის კითხვას მოიცავდა. ერთი კონკრეტული მახსოვს, მგონი, პირველივე იყო - რამ განაპირობა ჰოქსოსების შემოჭრა ეგვიპტეში. ასევე, დავით აღმაშენებელზეც იყო, რომელი მსჯელობაა მართებული. ანალოგია იყო მე-16 საუკუნის მე-2 ნახევარში, საფრანგეთში, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, რაც არისტოკრატიაზე აისახა. ამ დავალებაში უნდა გვეპასუხა, დაწყების მიზეზზე, ვისთვის იყო დადებითი და ვისთვის უარყოფითი. ანალოგია უნდა მოგეყვანა მე-16 საუკუნის ევროპის კონტინენტური ქვეყნიდან. რუკა ჩემთვის ძალიან ადვილი იყო იმიტომ, რომ პირველ მსოფლიო ომს ეხებოდა, ომის საწყის ეტაპს. იმ აბიტურიენტებს, ვინც ისტორიის გამოცდას ხვალ აბარებს, ვეტყოდი, რომ საკითხების ნარევი იყო, ყველაფერზე იყო შეკითხვები. ამიტომ, კონკრეტულად, რა გაიმეორონ და რას გადახედონ, ვერ ვიტყვი. პირადად მე, გამოცდით ძალიან კმაყოფილი ვარ“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება