| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის დირექტორი ბახრამ სადიკოვი მოსწავლეთა უპირობო სიყვარულით გამოირჩევა, აღნიშნავს, რომ ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია ცოდნის მუდმივი გაუმჯობესება, ამიტომ მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს და მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თაზაქენდის საჯარო სკოლის დირექტორი ბახრამ სადიკოვი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- მაღალ აკადემიურ მოსწრებას.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- უკიდურესად პასუხისმგებლობით მოეკიდეთ გამოცდებისთვის მომზადებას.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ცოდნის მუდმივი გაუმჯობესება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მოექცე მათ, როგორც საკუთარ შვილს.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- ვურჩევდი გაეცნონ წიგნებს დიდი ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- მეტ მუშაობას კომპიუტერთან.
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მე-12 კლასელებთან დაკავშირებით ცვლილებაა - უმაღლესი განათლების შესახებ მინისტრმა დეტალებზე ისაუბრა
ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება