TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა პროფესიაზე ოცნებობდნენ აბიტურიენტები ბავშვობაში და სად სურთ ჩაბარება, ახლა - „მეტროს მემანქანეობა მინდოდა, ახლა ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვაბარბ“
10-07-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტებს პროფესიასთან დაკავშირებული არჩევანის გაკეთება საბოლოო შედგების გამოცხადებიდან მეორე დღის ჩათვლით შეეძლებათ. თუმცა საინტერესოა რაზე ოცნებობდნენ ბავშვობაში, შეიცვალა თუ არა მათი არჩევანი და რატომ - ამ კითხვით მივმართეთ აპლიკანტებს და მათგან საკმაოდ საინტერესო პასუხებიც მოვისმინეთ.

„ბავშვობაში მინდოდა მეტროს მემანქანე ან ავტობუსის მძღოლი ვყოფილიყავი. შემდეგ გავიზარდე და შეხედულება ცოტა შემეცვალა. ახლა ბიზნესის ადმინისტრირებაზე მინდა ვისწავლო, ილიას უნივერსიტეტში. ეს დედამაც მირჩია, რადგან ისეთი პროფესიაა, გამოიყენებ და სამუშაოც გექნება“. 

„პატარაობაში პოლიციელობა და კანონის დაცვა მინდოდა. რაღაც კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებისკენ ვიხრები ახლაც - სამართალზე ჩაბარება მინდა და იმედია, გრანტსაც მივიღებ. მშობლებს რაც შეეხებათ, მამას მოსწონს არჩევანი, დედას უფრო სხვა რამე სურდა. უნდოდა, რომ არქიტექტურა მესწავლა, რადგან კარგადაც ვხაზავ და ფიქრობს, რომ ამის ნიჭი მაქვს.“

„ახლა იმ მიმართულებაზე ვაბარებ, რაც უკვე 3 წელია მინდა. მინდა, რომ ექიმი გამოვიდე და ადამიანებს ამით დავეხმარო. ჩემს გადაწყვეტილებაში ოჯახი არ ჩარეულა. მათ ჩემი არჩევანი ისედაც ძალიან მოსწონთ“.

„ექიმობა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რადგან ძალიან მომწონს ადამიანების დახმარება. სკოლაში ბიოლოგიის სწავლა რომ დავიწყე მივხვდი, რომ ეს პროფესია ჩემი იყო, ძალიან მიყვარდა ბიოლოგია და ქიმია. კარგად ვსწავლობდი ამ საგნებს სკოლაში და შესაბამისად, პირველ ადგილზეც სამედიცინო მიწერია. ვნერვიულობ, მაგრამ თავდაჯერებული ვარ, ვიცი ყველაფერს შევძლებ. მინდა ოცნების პროფესია რეალობაც ვაქციო და ექიმი გამოვიდე”.

„სიმართლე რომ გითხრათ, საოცნებო პროფესია ასე არასდროს მქონია, უბრალოდ მომწონდა ფოტოების გადაღება, მაგრამ ამ მიმართულებით ვფიქრობ თუ მოვინდომებ, ისედაც განვვითარდები, ამიტომ გადავწყვიტე ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩაბარება. ვფიქრობ, არ გამიჭირდება არც სწავლა და შემდგომ არც მუშაობის დაწყება. უნდა ვაღიარო, რომ მშობლების თხოვნაც გავითვალისწინე პროფესიის არჩევისას, მეუბნებოდნენ ისეთი სპეციალობა აირჩიე შემოსავლიანი რომ იყოსო… თუმცა, ფოტოგრაფიას მაინც არ დავიწყებ და ამ მიმართულებით კურსებს აუცილებლად გავივლი”.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება