სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში 
04-07-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ პროექტსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. 

მათთვის თითოეული პროექტი ახალი გამოწვევაა, რომელსაც არ უშინდებიან.

„სკოლაში, ნიჭიერი, შემოქმედებითი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა ღონისძიებაში ერთვებიან“, - გვიყვებიან სკოლაში.

მათ შორის იყო წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი თემით „მისწერე წერილი მომავალ თაობას სამყაროზე, რომელსაც იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“.

მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და ისინი სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:

  • VI კლასის მოსწავლეები: ნია ნატრიაშვილი და გიორგი ბოჭორიშვილი. მათი ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - მაია ჩილაშვილი გახლდათ.
  • VII კლასის მოსწავლეები: ბარბარე ბაღდოშვილი, ლიკა კუხიანიძე და ანი კეტელიანი, მათი ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი-ნინო წალდაძე იყო.
  • VIII კლასის მოსწავლე ნანა ბოჭორიშვილი, მას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო წალდაძე.

სკოლაში, თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს წარმატებებს უსურვებენ.

„მადლობა სკოლას, ადმინისტრაციას, მშობლებს თანადგომისთვის, წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:         


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება