სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

გამოცდის წინა ღამით მეცადინეობა თუ ძილი - ფსიქოლოგები აქტუალურ კითხვას პასუხობენ 
02-07-2024
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სულ ცოტა დრო რჩება, აბიტურიენტების მღელვარებაც იზრდება, ნერვიულობა კი მწვერვალს გამოცდის წინა ღამეს აღწევს. ვის ამ დროს სასწაულების სწამს, და სჯერა, რომ ყველაფრის სწავლა ერთ ღამეშია შესაძლებელი, ვინ დასვენებას და ტკბილი სიზმრების ნახვას ამჯობინებს.

უნდა იმეცადინონ თუ არა აბიტურიენტებმა გამოცდის წინა ღამეს? - ყოველ წელს აქტუალური კითხვაა, რომელზე ცალსახა პასუხიც ცხადია არ არსებობს. თუმცა როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, გამოძინება და გამოცდაზე დასვენებული მისვლა ძალიან მნიშვნელოვანია. 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნერვიულობის თუ მართლაც გამოცდის წინა ღამის „ჯადოსნურობის გამო“,  ძილს ვერ ახერხებენ, მთელ ღამეს მეცადინეობას უთმობენ და ცდილობენ, რომ ყველა მასალა გადაიმეორონ, ცხადია ამას აქვს გარკვეული უპირატესობები, ისინი მეტად თავდაჯერებულები ხდებიან, რადგან კიდევ ერთხელ აქვთ გადაკითხული საგამოცდო პროგრამა. 

დღეს გაგიზიარებთ, უკვე წარმატებული სტუდენტების გამოცდილებას, როგორი იყო მათთვის ეროვნული გამოცდების წინა ღამე და რა ჯობია, ძილი თუ ბოლო წამამდე მეცადინეობა. 

„პირადად მე ღამით ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი, დედა მეჩხუბებოდა, გამოცდაზე გამოძინებული და დამშვიდებული გონებით უნდა შეხვიდეო. თუმცა ვერ ვისვენებდი, მეგონა ზუსტად ის საკითხი შემხვდებოდა, რაც დავიწყებული მქონდა და რისი გამეორებაც ვერ მოვასწარი, სიმართლე გითხრათ გამოფიტული ვიყავი გამოცდის დღეს, თუმცა მართლა ის საკითხები მხვდებოდა, რასაც წინასწარ ვმეცადინეობდი... მიჭირს გითხრათ რა ჯობია, მაგრამ გამოცდისთვის ენერგიების დაზოგვას ვურჩევ აბიტურიენტებს“, - აღნიშნავს მარიამ გელაძე. 

„გამოცდები შარშან ჩავაბარე, ამიტომ აბიტურიენტების ნერვიულობის კარგად მესმის. მაგრამ, პირადად მე, მგონია, რომ გამოცდების წინ უნდა დაისვენონ და სიმშვიდე შეინარჩუნონ. მე წინა საღამოს დავისვენე. არ შეიძლება, რომ გამოცდის წინ აბიტურიენტი გამოუძინებელი იყოს, ამიტომაც 11 საათზე დავიძინე და დილით ენერგია მქონდა“, - აღნიშნავს პირველკურსელი ანი მეფარიშვილი. 

„გამოცდის წინა ღამე ჩემთვის ძალიან რთული იყო. იმდენად ვნერვიულობდი, რომ ფაქტობრივად არ მეძინა მთელი ღამე. რატომღაც მეგონა, რომ არაფერი ვიცოდი და „გიჟივით“ ყველაფერს ვკეთხულობდი, მაგრამ მავიწყდებოდა. ეს ჩემთვის ძალიან სტრესული იყო. უნდა აღვნიშნო, რომ სინამდვილეში კარგად ვიყავი გამოცდებისთვის მომზადებული და სანერვიულო არაფერი მქონდა, მაგრამ მაინც ვშფოთავდი. კარგი იქნებოდა, რომ გამომეძინა და ნაკლები მენერვიულა, ასე უფრო კარგ შედეგს დავდებდი. პირველი გამოცდა მახსოვს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მაინც კარგად დავწერე, რომ არ მენერვიულა და 8 საათი, მაინც გამომეძინა ბევრად კარგ ქულას მივიღებდი. ამიტომ, აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“, - აღნიშნავს თეო ნოღაიდელი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება