სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
24-06-2024
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დაგვირგვინდა. 

21 ივნისს, მოსწავლეებმა, მშობლებმა და კლასის ხელმძღვანელმა მაია რიჟამაძემ, მოაწყვეს ექსკურსია მარშრუტით: ნაბახტევი - პრომეთეს მღვიმე - ბაგრატის ტაძარი - მოწამეთას ტაძარი -ნაბახტევი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ პრომეთეს მღვიმით, თუ რამდენი მორფოლოგიურად განსხვავებული მონაკვეთისგან შედგება. აღნიშნეს, რომ მღვიმე მდიდარია სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, ჰელიქტიტებით. მღვიმეში სულ 22 სხვადასხვა ზომის დარბაზია. საექსკურსიო მონაკვეთი შედგება 6 დარბაზისგან: „არგონავტების დარბაზი“, „კოლხეთის დარბაზი“, „მედეას დარბაზი“, „სიყვარულის დარბაზი“, „პრომეთეს დარბაზი“, „საქართველოს“ ანუ „იბერიის დარბაზი“.

მოსწავლეებს ყველაზე მეტად მოეწონათ „სიყვარულის დარბაზი“, გული დასწყდათ, რომ უამინდობის გამო ვერ მოხერხდა მღვიმეს ნავით დათვალიერება.

ბავშვებმა, ასევე, მოილოცეს ბაგრატის და მოწამეთას ტაძრები. მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი და მშობლები ყველაზე მეტად გახალისდნენ ქუთაისის პარკში, სადაც იყო ატრაქციონები, გაისეირნეს საბაგიროთი, გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

აღსანიშნავია, რომ საექსკურსიო დღე დაასრულეს ხაშურის სასეირნო პარკში და კაფეში.

„მართალია, ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ ექსკურსიის დღე სასიამოვნო, საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, კლასის ხელმძღვანელისთვის, ისე მშობლებისთვის“,-  ასე შეაფასეს ექსკურსია სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ექსკურსიის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგ მაია რიჟამაძეს, მძღოლს ზურაბ კოპაძეს საუკეთესო მომსახურებისთვის და მშვიდობიანი მგაზვრობა უსურვეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 








კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება