სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლომატურცხისა და კოჩიოს საჯარო სკოლების პედაგოგთა ინიციატივით, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის მათემატიკური შეჯიბრი გაიმართა
21-06-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახა. 

მათ შორის, ლომატურცხის საჯარო სკოლაში სკოლათაშორის შეჯიბრი გაიმართა მათემატიკაში.

მონაწილეობდნენ ლომატურცხის და კოჩიოს საჯარო სკოლების მე-7 და მე-8 კლასელები.

მაქსიმალური ქულით 60-დან 59 ქულით გაიმარჯვა კოჩიოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე არმენ ავეტისიანმა. ასევე პირველ ადგილზე გავიდნენ ლომატურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები -  ნარეკ ხაჩატრიანი, აღუნიკ ირიციანი და კოჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლე არშაკ ბალსანიანი. მეორე და მესამე ადგილები ემმა ავეტისიანმა და ვაზგენ მიქაელიანმა გადაინაწილეს.

შეჯიბრის ინიციატორები არიან კოჩიოს საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ჰასმიკ ხეჩოიანი და ლომატურცხის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლები - ვარდუჰი ხაჩატრიანი და ჩინარ ბალასანიანი.

ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიანი და კოჩიოს საჯარო სკოლის დირექტორი ართურ ბალასანიანი მადლობას უხდიან ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო და მამოტივირებელი ღონისძიებისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება