სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოტიანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ვანს ესტუმრნენ
20-06-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიებსა, მათ შორის აღსანიშნავია, ექსკურსია, როგორც სასწავლო მეთოდი, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ექსკურსიებით გამორჩეული იყო სასწავლო წლის მიწურული. კოტიანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგი ეკა ადამიას ხელმძღვანელობით, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ამჯერად  ვანს ესტუმრნენ. ექსკურსია მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

„ორი დიდი პოეტის  - გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი დავათვალიერეთ.  მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები, მათ საცხოვრებელ გარემოსთან კავშირში გავითავისეთ.  შემდეგ ანტიკური ქალაქის  ნანგრევებთან გადავინაცვლეთ, უძველესი ვანის ნაქალაქარი და ოქრომრავალი ქალაქის მუზეუმი დავათვალიერეთ. ვნახეთ საინტერესო ექსპონატები, უამრავი ოქროს ნაკეთობა, უძველესი სამარხები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ საბრძოლო დანიშნულების ნივთები. ექსკურსიიდან შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდით. მოსწავლეებმა ახლოს გაიცნეს გარემო, რომელშიც ცხოვრობდა დიდი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, დაათვალიერეს ადგილი, სადაც დაიბადა პოეტი, სადაც გაატარეს ბავშვობა. ინტერესით მოისმინეს ექსკურსიამძღოლთა ნაამბობი, მუზეუმში დაცული კოლექციის ხელმისაწვდომობამ ხელი შეუწყო მოსწავლეების მიერ ათვისებული პროგრამული მასალის განმტკიცებას. ისინი კიდევ ერთხელ მიეახლნენ გალაქტიონის და ტიციან ტაბიძის შემოქმედებას მის მშობლიურ გარემოში, რასაც სულ სხვა ხიბლი ჰქონდა. დავათვალიერეთ, მოვილოცეთ ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც“,- გვიყვება პედაგოგი ეკა ადამია და ექკუსრიის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება