სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ოთხი წელიც გაფრენილა“ - ობუჯის თემის N1 სკოლის მოსწავლეებმა მეოთხე კლასის წარმატებით დამთავრება ლიტერატურული კომპოზიციით აღნიშნეს
18-06-2024
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

სკოლის IVა და IVბ კლასის მოსწავლეებმა მეოთხე კლასის დამთავრება ლიტერატურული კომპოზიციით -  „ოთხი წელიც გაფრენილა“ ძალზედ ლამაზად აღნიშნეს.

სცენაზე სასკოლო საზოგადოებამ ნიჭის ზეიმი იხილა. მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესოდ გამოდიოდნენ პატარები სიტყვით, ლექსებით, ცეკვა-სიმღერითა და სხვადასხვა ინსცენირებით. მათ მოხიბლეს მაყურებელი, პედაგოგებს კი სიამაყის საფუძველი მისცეს. 

ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის. 

დაემშვიდობნენ ამ ოთხ წელიწადს მათზე დედასავით მზრუნველ პირველ მასწავლებლებს: ნატო კაკაჩიასა და ესტერ როგავას. დადეს პირობა, რომ კიდევ უფრო იყოჩაღებენ და ასახელებენ მათ.

მასწავლებლება კი მოწაფეებს გზა დაულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება