სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სათხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
18-06-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასკოლო ცხოვრების წარმატებული ნაბიჯები და მშობლიური ანბანის შესწავლა კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის „გაცილება“ მოაწყვეს და დამწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. 

პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

ღონისძიებაზე რამდენიმე შემოქმედებითი ნომერი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია უფრო ამაღლებდა.

მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დამთავრება მასწავლებელმა - ირინა წარუკიანმა დიდი სიყვარულით მიულოცა.

„ჩემო პატარებო, გილოცავთ თქვენ და მე ამ შესანიშნავ დღისთვის. გისურვებ წარმატებებს. მიყვარხართ“, - მიმართა პედაგოგმა და პატარებს ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება