| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მათ ლამაზი ღონისძიება გამართეს, რომლითაც თავიანთ პირველ მასწავლებელს - ნარგიზა სამხარაძეს დაემშვიდობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნარგიზა სამხარაძე არაერთი ღირსეული თაობის აღმზრდელია. ის, თავის მდიდარი გამოცდილებით, დღესაც სიყვარულით ემსახურება მომავალი თაობისათვის ცოდნის მყარი საფუძვლის ჩაყრას.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა სკოლის დირექტორმა - დავით კუტივაძემ წარმოთქვა. მან მოსწავლეებს სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლა მილოცა და თითოეულს წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მიწვეული იყო ალისუბნის მაჟოტიტარი დეპუტატი - ბადრი ბუცხრიკიძე, რომელმაც სიამაყით აღნიშნა, რომ თავისი მოსწავლეობის ულამაზესი წლები ამ სკოლის კედლებში გაატარა და ცოდნისაკენ მიმავალ გზაზე სტარტი აქედან აიღო.
ემოციურად და შემოქმედებითად დატვირთული საღამო მომავალი პირველკლასელების მიერ სცენაზე შესრულებულმა სხვადასხვა ნომერმა კიდევ უფრო გაალამაზა.
„მასწავლებელო, მე თქვენ მიყვარხართ“,- სწორედ ამ სიტყვებით დაემშვიდობდნენ მეოთხეკლასელები პედაგოგს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე
სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები
„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას