სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტში ღია კარის დღეზე იმყოფებოდნენ 
13-06-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და აბიტურიენტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღეზე იმყოფებოდნენ. ადგილზე ისინი ექიმის პროფესიის შესახებ მეტ ინფორმაცია გაეცნენ, ცნობიერება აიმაღლეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სართიჭალის N1 და სართიჭალის N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ. 

ვიზიტის შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს მუღანლოს საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება გვიზიარებს.

„ის რომ, ექიმის პროფესია არის ყველაზე საპასუხისმგებლო, რთული და შრომატევადი, რომელიც 24-საათიან შრომას, მუდმივ განვითარებასა და ულევ ენერგიას მოითხოვს - ეს უდავოა!

იყო პროფესიონალი ექიმი, ეს არც თუ ისე იოლი მისაღწევია.

გახდე პროფესიონალი ექიმი ნიშნავს, ყველა სხვა საგანმანათლებლო საგანთან ერთად, განსაკუთრებულად კარგად ფლობდე STEM საგნებს: ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას.

სწორედ ამ მიზნით, პროფესია ექიმის უკეთ გასაცნობად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მოსწავლეები და ის აბიტურიენტები სტუმრობდნენ, რომელთა სამომავლო ორიენტირი ექიმობაა. 

მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, უმაღლეს დონეზე ორგანიზებული, საინტერესო, საჩუქრებით სავსე და ნაყოფიერი ღია კარის დღის შემოთავაზებისთვის.

მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგას - ლანა ბარბაქაძე, თანამშრომლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება