| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასკოლო ცხოვრების პირველი ნაყოფიერი ნაბიჯები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
27 მაისს, ორბელის საჯარო სკოლაში ჩატარდა პირველი კლასის ღონისძიება - „დედ ენვ-ნახვამდის, დედა ენავ მადლობა“.
პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ცოდნა შეაჯამეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს.
პატარებმა პირველ მასწავლებელს - სოფო გოგიძეს სიამაყის საფუძველი მისცეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
ღონისძიებას სტუმრობდნენ ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელები, რომლებიც დაუვიწყარი შთაბეჭდილებით აღივსნენ.
ღონისძიება სკოლის დირექტორის - ნანა ბურჯალიანის აქტიური მხარდაჭერით გაიმართა, რისთვისაც კლასის დამრიგებელი მადლობას უხდის.
„მადლობა ჩემს ძვირფას დირექტორს - ნანა ბურჯალიანს გვერდში დგომისთვის, მადლობა კოლეგებს, განსაკუთრებით მშობლებს და საოცარ ბავშვებს. მადლობა, მომავალ პირველკლასელებს სტუმრებისათვის. უზომოდ ბედნიერი ვარ თქვენთან ურთიერთობით. წარმატებული და ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი შემდგომი ცხოვრების გზა“,- აღნიშნავს პედაგოგი სოფო გოგიძე და პირველკლასელებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობება.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ