| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
მათ შრომას რომ შედეგი გამოაქვს, ეს ყველაზე კარგად სწორედ მოსწავლეთა აქტიურობითა და მიღწევებით დასტურდება.
ახლახან, Vა კლასის მოსწავლეები ანა იმნაძე და მიქაელ მარგველაშვილი საქართველოს ნოდარ დუმბაძის სახელობის ახალგაზრდა ლიტერატორთა კავშირის მიერ ორგანიზებულ საქართველოს მოსწავლეთა ლიტერატურულ კონკურსში - „იქნებ ვაზია სამშობლო“ მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და კონკურსში გაიმარჯვეს, რითაც სკოლაში ძალიან ამაყობენ და მოსწავლეებს ულოცავენ. აღსანიშნავია, რომ მათი კლასის დამრიგებელი - ნანა ბენდელიანი, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მაასწავლებელი - ნესტან მჟავანაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ