სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პროექტმა - „აბრეშუმის გზა“, საგანმანათლებლო ღონისძიებაზე საზოგადოების აღიარება დაიმსახურა
11-06-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ. 

28 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ოზურგეთის ტექნოპარკში გურიის რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით, STEM მიმართულებით (ქიმია , ბიოლოგია, ისტი) განხორციელდა პროექტი - „იდეა ქმნის მომავალს!“

პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თეკლა სოსელია, მარიამ სურგულაძე, მარიკო სიამაშვილი და ციცი სოსელია, რომელთაც ფასილიტაციას უწევდა ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელი ეკატერინა კომახიძე.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ქიმიის, ბიო-ქიმიისა და ციფრული ტექნოლოგიების უახლეს მიდგომებსა და გამოწვევებს.

2 ივნისს, დასკვნით, შემაჯამებელ შეხვედრაზე, ვაკიჯვრის საჯარო სკოლის გუნდმა - „ნიკეამ“ წარადგინა საინტერესო პროექტი „აბრეშუმის გზა“, რომელმაც საზოგადოების მოწონება დაიმსახურა და მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვა.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„კვლავაც მრავალი წარმატება ვუსურვოთ ჩვენი სკოლის ნიჭიერ მოსწავლეებს ეკა მასწავლებელთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება