სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობლებს თბილისის N106 საჯარო სკოლა უერთდება
05-06-2018
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge - ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

შეხვედრას ისანი-სამგორის რესურსცენტრის წარმომადგენელი მაია შალიკაშვილი, თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.    

მოსწავლეებმა, პროექტის ავტორთან ერთად, იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარეს და შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობლეთა რიცხვს თბილისის N106 საჯარო სკოლა izrune.ge - ზე შეუერთდა.

სკოლის დირექტორმა, თენგიზ გულორდავამ, მშობლებთან და პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე გოჩა ტყეშელაშვილმა თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ინტელექტ - ჩემპიონატის პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს, სერთიფიკატები პირადად გადასცა.   

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge -ს პრეზენტაციის გამართვის სურვილი თბილისის მრავალმა სკოლამ გამოთქვა.

ამდენად, საპრეზენტაციო სკოლები შემდეგი კრიტერიუმებით ირჩევა:  

1. სკოლის დირექტორი და მისი მენეჯერული უნარები

2. პედაგოგები და მათი ეფექტური მუშაობა

3. მოწადინებული მოსწავლეები და მათი მშობლები


შეგახსენებთ, რომ ახალი საიტი Izrune.ge გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით. 

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება