სიახლეები
სიახლეები, სკოლები

გაიცანით მშობლიური სკოლების მოსწავლეების ქომაგები, წარმატებული სტუდენტები და „ეტალონელები“ ნინო კაკულია და დავით მორგოშია
06-06-2024
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ უკვე წლებია, რაც მოსწავლეთა გააქტიურებაზე, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და მოტივირებაზე ზრუნავს. არაერთ მოსწავლეს აღუნიშნავს, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა მათთვის ცხოვრებისეული გამოცდილება და დაუვიწყარი მოვლენა იყო. 

ახლახან, 2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ღონისძიება-კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ა/რ ხელისუფლებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ კონკურსს, „ეტალონის“ ყოფილი მონაწილეები, დავით მორგოშია და ნინო კაკულია ესწრებოდნენ, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან. ისინი თავიანთი სკოლის მოსწავლეებს ამხნევებდნენ და მხურვალედ გულშემატკივრობდნენ. 

სტუდენტებს etaloni.ge დაუკავშირდა, რათა კონკურსთან დაკავშირებით მათი აზრი მოგვესმინა და გაგვეგო, თუ რას საქმიანობენ ამჟამად.

დავით მორგოშია აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, ახლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობს, მე-6 კურსზეა. ამბობს, რომ „ეტალონში, დაახლოებით, 8 წლის წინ მონაწილეობდა, რამაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მაშინ, ათეულში გავიდა, მე-4 ადგილი დაიკავა, რაც დამატებითი მოტივაციის წყარო გახდა რომ უკეთ ესწავლა.

„ეს პროექტი კარგია, რადგან კითხვები სხვადასხვა საგანს მოიცავს, მრავალფეროვანია და ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. „ეტალონი“, წლების წინ, ტელევიზორში გადიოდა. ბატონი გოჩაც ხშირად აღნიშნავს, რომ დროა, კონკურსი საეთერო ბადეს დაბრუნდეს. მეც ვფიქრობ, რომ ეს საჭიროა, რადგან პროექტში ისეთი აქცენტები კეთდება, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია - პროექტი პატრიოტული სულისკვეთებითაა გაჯერებული. 

წლების წინ, „ეტალონში“ მიღწეული წარმატება ჩემთვის, რა თქმა უნდა, მამოტივირებელი იყო და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოსწავლისთვის დიდი პასუხისმგებლობაა ისეთ პროექტში მონაწილეობა, რომელსაც ბავშვობაში ტელევიზორში ვუყურებდით. შემდეგ, როდესაც ამ ყველაფრის მონაწილე შენ ხარ, განსაკუთრებით კარგია. წამებში უნდა გამოავლინო შენი ცოდნა, ლოგიკურად უნდა იაზროვნო და პასუხი ისე დააფიქსირო. ასევე, აღსანიშნავია, რომ თამაშის დროს, იღბალიც გჭირდება. როდესაც ადამიანი ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“,- აღნიშნა „ეტალონელმა“.

როგორც დავით მორგოშიამ გვითხრა ღონისძიებაზე ამჯერად გულშემატკივრის სტატუსით იმყოფებოდა. 

„ყოველთვის, როდესაც „ეტალონი“ იმართება, სკოლიდან, მოსწავლეთა საგულშემატკივროდ სასკოლო საზოგადოება მიდის. მეც სწორედ ამისთვის მივედი. მასწავლებლისგან მივიღე შეტყობინება, თუ შეგიძლია მოხვიდეო, მეც სიამოვნებით მივედი, რადგან ეს გრძნობა კარგად ვიცი. ადრე, ჩემს საგულშემატკივროდაც იყვნენ იმდროინდელი კურსდამთავრებულები და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, სხვის მხარდაჭერას რომ გრძნობ“,- ამბობს დავითი.  

ღონისძიება-კონკურსზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინო კაკულიაც იმყოფებოდა. ის ამჯერად თავის დას ამხნევებდა, რომელიც კონკურსში წელს პირველად მონაწილეობდა. თავად ამ ინტელექტის ზეიმში პირველად 2018 წელს ჩაერთო და მას შემდეგ ძალები კიდევ რამდენჯერმე მოსინჯა.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ „ეტალონი“ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ინტელექტუალური კონკურსია. ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ანალოგი არ მეგულება. მიმაჩნია, რომ ყველაზე ორგანიზებულია, წამყვანი ყველაზე საყვარელი ადამიანია. ძალიან მომწონს მთელი გუნდის მუშაობა და „ეტალონის“ ჩატარების პრინციპი. კონკურსში 2018, 2019 და 2021 წელს ვმონაწილეობდი. 2019 წელს ათეულშიც გავედი.  პირველ ადგილი არ დამიკავებია, მაგრამ როგორც ბატონი გოჩა აღნიშნავს, ყოველ წელს გამარჯვებული ვიყავი, რადგან „ეტალონში“ ვმონაწილეობდი. ამ კონკურში მიღწეული წარმატება ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო. ეს საკუთარი თავის განვითარების და ცოდნის შეფასების შესაძლებლობა იყო. ასევე, ყოველი მონაწილეობისას ვრწმუნდებოდი, რომ ცოდნა იყო ძალა“,- ამბობს ნინო კაკულია. 

ნინო ახლა პირველი კურსის სტუდენტია, ის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამაზე სწავლობს. ამბობს, რომ ეს მიმართულება მოსწონს და იქაა, სადაც უნდა იყოს. 

„ჩემი მიმართულებით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ვაპირებ, მეორედაც ჩავაბარო და ციფრულ მარკეტინგი შევისწავლო. ამის მიზეზი ის არის, რომ დღესდღეობით მხოლოდ 1 პროფესია არ მაკმაყოფილებს. პირველ კურსზე ვარ, საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ფაქტობრივად, ახლა ვეგუები. უნივერსიტეტი სკოლისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა საკმაოდ კარგად ავუწყვე ფეხი. კარგი სტუდენტი ვარ, პირველ კურსზე ბევრ წარმატებას მივაღწიე. ვფიქრობ, სადაც არ გეზარება და მოტივირებული ხარ, საკუთარი თავის წარმოჩენას ყველგან შეძლებ“,- აღნიშნა ნინო კაკულიამ. 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი თუ მოსწავლის გაკვეთილზე არ მიდის ან საპატიო მიზეზის გარეშე აგვიანებს

იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის 

როგორი ამინდი იქნება 24-26 იანვარს - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

3960-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახურმა კონკურსი გამოაცხადა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს

„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

საინტერესო

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება