სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N31 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა 
27-05-2024
-
+


თბილისის N31 საჯარო სკოლაში არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა და კონკურსი ტარდება.

ამჯერად, სკოლაში სპორტისა და დაწყებითების კათედრების ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, I ბ კლასში სასკოლო პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ფარგლებში, სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ გაიმართა.

ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამავე კლასის მოსწავლეები გუნდი „მზე“ და გუნდი „ვარსკვლავი“.

მოსწავლეები ერთმანეთს სისწრაფეში, ყურადღების კონცენტრაციაში გაეჯიბრნენ.

მათ, ფაქტობრივი ცოდნა გამოავლინეს ჭადრაკის აწყობასა და სივრცეში ორიენტაციაში. მოსწავლეთა შესრულებულ დავალებებს აფასებდნენ ჟიურის წევრები.

თამაში დასრულდა ფრედ 10:10.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრებით დაიწყეს და დაასრულეს თამაში.

დღე დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო იყო.

„უღრმესი მადლობა თანამშრომლობისთვის სპორტის მასწავლებელს ქალბატონ სოფო ნადირაშვილს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება