სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დარკვეთის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბმა მსახიობს უმასპინძლა
24-05-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობითაა გაჯერებული. 

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების - მანანა მოდებაძისა და ბელა კაციტაძის ჩართულობით, სკოლაში, საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მიწვეული იყო ჭიათურის სახელმწიფო თეატრის მსახიობი სოფო გოგოლაძე, რომელიც ამავე სკოლის აღზრდილია.

სოფო გოგოლაძე მოსწავლეებს მხატვრული კითხვის ოსტატობაზე, გამართული მეტყველებისა და ბგერათა სწორად გამოთქმის მნიშვნელობაზე ესაუბრა. გარდა ამისა, მოისმინა, როგორ კითხულობენ მოსწავლეები და თვითონაც წაუკითხა ქართველ მწერალთა და პოეტთა ნაწარმოებები.

შეხვედრის ბოლოს, სტუმარმა კლუბის წევრებს რამდენიმე სახალისო სავარჯიშოც გააკეთებინა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. მანვე გამოითქვა სურვილი, რომ ასეთი შეხვედრები ხშირად ჩატარდეს. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება