სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

12-წლიანი სასკოლო ცხოვრების შთამბეჭდავი დაგვირგვინება -  თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა
23-05-2024
-
+


ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა სკოლის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა საზეიმოდ აღნიშნეს. „ბოლო ზარი“ სკოლაში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. 

ახალგაზრდები, შთაბეჭდილებებით სავსე, ფერადი მოგონებებით მდიდარ, დაუვიწყარ პერიოდს - მოსწავლეობას, დაემშვიდობნენ და ემოციებით აღსავსეებმა დატოვეს სკოლა.

სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთსო სურვილებით გააცილეს -  მე-12 „ა“ კლასი ( დამრიგებელი მართა სამაკაშვილი) მე-12 „ბ“ კლასი (დამრიგებელი თამრიკო აბუთიძე) და მე-12 „გ“ კლასი (დამრიგებელი ნინო ჯუხარიძე) და წარმატებული მომავლისკენ გზა დაულოცეს.

„დაირეკა ბოლო ზარი!

სკოლის კედლებიდან გადიან ჩვენი საამაყო მოსწავლეები. წარწერებით აჭრელებული პერანგების ზღვა იყო, კვამლსა და მუსიკის ჰანგებში გაეხვია ეზო, დამშვიდობების ტკბილი სიტყვები ისმოდა დარბაზში, ღიმილიანი სახეებით აივსო დერეფნები და საკლასო ოთახები.

დაემშვიდობნენ ჩვენს მწვანე სკოლას. ცხოვრების ფართო ასპარეზზე, თან გატანთ დიდ სიყვარულს, ცოდნას, ზნეობრივ პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც თორმეტი წლის განმავლობაში იწრთობოდა, ყალიბდებოდა.

მთელი დირექცია, ყველა მასწავლებელი გილოცავთ! გზას დაგილოცავთ! ღირსეულად ემსახურეთ ქვეყანას, იარეთ მარადიული სრულყოფის გზაზე.

ვულოცავთ თქვენს საოცარ დამრიგებლებს, მათ თავიანთი სიცოცხლის ნაწილი გაჩუქეს.

 მუდამ გახსოვდეთ ადამიანები, რომლებიც ზრუნავდნენ თქვენზე და ადგილი, საძირკვლის ჩამყრელი!“, - ამ ემოციური სიტყვების ფონზე, კურსდამთავრებულებმა დახურეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


:













კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება