სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, თითოეული მათგანი ღირსეულად ემსახურება ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებას“ - ღების საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები სიყვარულით გააცილეს
22-05-2024
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

მე-12 კლასელები სკოლაში ტრადიციული თეთრი მაისურებით მივიდნენ და სურვილები გაცვალეს. იყო ზღვა ემოცია - მე-12 კლასელები ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებს გამოემშვიდობნენ და სევდანარევი სიხარულით დაემშვიდობნენ სკოლასა და პედაგოგებს. ახალგაზრდება სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები გაიხსენეს და ზოგიერთი ეპიზოდი „გააცოცხლეს“, ბევრი იხალისეს და ერთად ყოფნით გული იჯერეს, ბოლოს კი დირექციასა და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექტორმა და მასწავლებლებმა თავის მხრივ კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს. 

„ღების საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის სრული კურსის დამთავრებასა და ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყებას. გვჯერა, რომ თითოეული მათგანი იპოვის თავის ადგილს საზოგადოებაში და არჩეული პროფესიით ღირსეულად ემსახურება როგორც საკუთარ კარიერულ წინსვლას, ისე ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებას“,- ვკითხილობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის განხილვა 7 თვით გადაიდო

საგამოცდო მოთხოვნები, გამსვლელი და მაქსიმალური ქულები ცნობილია - რეგისტრაცია დაიწყო

რა წესების დაცვა ევალებათ საბავშვო ბაღებს? - პერსონალის პასუხისმგებლობა და აკრძალვები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

„ხელფასები დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა“ - ფინანსთა მინისტრი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
ბავშვებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმატებით წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს
 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და შემოდგომას ხოტბა შეასხეს

„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს ამ ლამაზი და შინაარსიანი საღამოსთვის“
 
მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია
 
საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება