სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გააჩუქე წიგნი!“, „იკითხე ბევრი!“, „იყავი განათლებული!“ - წიგნიერების დღესასწაული თივის საჯარო სკოლაში
15-05-2024
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში მოსწავვლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს კითხვას, სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით, დაწყებითი კლასებიდანვე აყვარებენ.

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. მოსწავლეები ამ დღესთან დაკავშირებით, წამოწყებულ წიგნის ჩუქების კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, კამპანიის ინიციატორი და იდეის ავტორი გიორგი კეკელიძე გახლავთ.

„წიგნი კაცობრიობის დაგროვილი მეხსიერებაა, რაც უფრო მეტ წიგნს წავიკითხავთ, მით უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ვხდით საკუთარ სამყაროს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ამ დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისურის მასწავლებლებმა, დაწყებითი საფეხურის ბაზაზე, მოაწყეს კითხვის კონკურსი, რომლის ფასილიტატორებიც იყვნენ პედაგოგები, ხოლო საუკეთესო მკითხველები გამოავლინეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა.  გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, წიგნები და სხვადასხვა სასკოლო ნივთი.

მოსწავლეთა გზავნილები გახლდათ: „გააჩუქე წიგნი!“ „იკითხე ბევრი!“, „იყავი განათლებული!“.

ცნობისთვის, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება