| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას დიდი ენთუზიაზმით უერთდებიან.
გამონაკლისი დედამიწის დღეც არ ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-2 კლასში, ბუნების მასწავლებელმა - მარიამ ბრეგვაძემ საინტერესო აქტივობა ჩაატარა.
ბავშვებმა შექმნეს ნახატები, რომლებშიც ასახეს თუ რა გავლენას ახდენს ადამიანი გარემოზე, მორწყეს ხეები და მადლობა გადაუხადეს სუფთა ჰაერისთვის.
მოსწავლეებმა, ასევე ამ აქტივობისთვის სპეციალურად დანაგვიანებული ეზო დაასუფთავეს, ნაგავი დაახარისხეს და მოათავსეს შესაბამის ურნებში.
ბავშვები სლოგანის - „დედამიწა ჩვენი სახლია!“ „არ დავაბინძუროთ გარემო!“ გარშემო გაერთიანდნენ და საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ